ბლიც ინტერვიუ “ეგო-არტი 2014-ის” ჟიურისთან

1
ჟიური ფოტოგრაფიაში (,,ეგო-არტი“ 2013-ის გამარჯვებული) ზურა შამათავა

პროფესია: ფოტოგრაფი
რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ფოტოები?
– იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოირჩეოდა სხვა ფოტოებისგან მხატვრულობით, კომპოზიციით, ჩანაფიქრის გადმოცემით.
გყავთ თუ არა გამორჩეული კონკურსანტი და რას გამოყოფდით მის ნამუშევარში?
– მის ნამუშევარში გამოვარჩევდი ზუსტად იმ კრიტერიუმებს, რითიც ვაფასებ ფოტოებს, ყველაზე მთავარი კი, მისტიურობა იყო.
რას ურჩევდით კონკურსანტებს სამომავლოდ?
– ეგო-არტის დევიზს: ,,შექმენი იმისთვის, რომ იცხოვრო და იცხოვრე იმისთვის, რომ შექმნა…“
რას ურჩევდით პროექტ “ეგო-არტს”?
– „ეგო-არტის“ ორგანიზატორებს აქვთ გამოცდილება და ჩემი აზრით, მათ უკეთ იციან თუ როგორ გააუმჯობესონ პროექტი.

 

 

2ჟიური პოეზიაში გივი ალხაზიშვილი

პროფესია: თავისუფალი შემოქმედი

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ ნაწარმოებს?

 – ჩემი კრიტერიუმი უკავშირდება   რამდენიმე მთავარ ნიშანს: ა) როცა წარმოჩნდება ნიჭი სრულიად ბუნებრივად და  ვხედავ  პერპექტივას. ბ) თუ აქვს  ავტორს ელემენტური განათლება, რაც, სამწუხაროდ, უმრავლესობის ნაწერებში არ ჩანს. გ) გარკვეულ დონეზე ფლობს თუ არა სალექსო ფორმებს  და იცის თუ არა – რას ნიშნავს პროსოდია, რაზეც უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, სამწუხაროდ.

გყავთ თუ არა გამორჩეული კონკურსანტი და რას გამოარჩევდით მის ნამუშევარში?

– მე დავწერე რამდენიმე ათიანი, მათ შორის სამი თუ ოთხი გამოკვეთილად ნიჭიერია. ეს სრულიად ლოგიკურია, ნიჭი მასობრივად  არ არსებობს!

ის, რამაც გაგაოცათ ნაწერების კითხვისას…

– სიმართლე გითხრათ, ჩემი გაოცება ცოტა ძნელია, მაგრამ საერთო ფონი იმდენად დაბალი იყო, რომ როცა წავაწყდებოდი გამართულ ტექსტს ძალიან მიხაროდა.

რას ურჩევდით კონკურსანტებს სამომავლოდ?

– მომავალში არავინ იცის, ვინ რას მიაღწევს. შეიძლება დღეს მოწონებული აუტსაიდერად იქცეს, ხოლო აუტსაიდერი გაიზარდოს და  სხვებს აჯობოს. ეს უკვე დამოკიდებულია ნიჭის წვრთნასა და ინტელექტზე.

რას ურჩევდით პროექტ “ეგო-არტს”?

– ვურჩევდი მათი ფავორიტებიან თითო-ოროლა წარმატებულ პოეტს სამომავლოდ.

 

3ჟიური პოეზიაში (,,ეგო-არტი“ 2013-ის გამარჯვებული) დიმიტრი ბახუტაშვილი

პროფესია: ექიმი

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ ნაწარმოებს?

– ცოცხალ და ემოციურ ტექსტებს ვეძებ და ავტორის იმ თვისებებს, რომლებიც არ ისწავლება.

გყავთ თუ არა გამორჩეული კონკურსანტი და რას გამოარჩევდით მის ნამუშევარში?

– მყავს, ტექსტში რამდენიმე ძალიან ნათელი მხატვრული სახეა, პოეზიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია.

ის, რამაც გაგაოცათ ნაწერების კითხვისას …

– იმან გამაოცა, რომ დაბალი ქულების დაწერა  გამიჭირდა თანდათან, არ ველოდი ჩემი თავისგან ასეთ გულჩვილობას.

რას ურჩევდით კონკურსანტებს სამომავლოდ?

–  გულწრფელ მიდგომას, საკუთარ თავზე ყველაზე მეტი უნდა იფიქრონ და სწორად მიაგნონ რა აწუხებთ, რა უხარიათ და რისი თქმა უნდათ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომ შემდეგ ზუსტად ამაზე წერონ.

რას ურჩევდით პროექტ “ეგო-არტს”?

  რჩევით… არ ვიცი, ისე კი, გაფართოებას და უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის მოძიებას ვუსურვებ.

 

4ჟიური პროზაში (,,ეგო-არტი“ 2013-ის გამარჯვებული) პაპუნა გიორგაძე

პროფესია: სტუდენტი

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ ნაწარმოებს?

მე პროზის ჟიური ვარ, და მაქსიმალურად ვდილობ არა ჩემი გემოვნების, არამედ თავად პროზის კრიტერიუმებით შევაფასო ნაწარმოები. დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ რამდენად ამჟღავნებს ავტორი წერისას ინტელექტს, რამდენად მარტივად ქმნის უცხო ეპიზოდს, რამდენად მოულოდნელი იქნება მკითხველისთვის კულმინაცია და ასე შემდეგ…

გყავთ თუ არა გამორჩეული კონკურსანტი და რას გამოარჩევდით მის ნამუშევარში?

ჯერ-ჯერობით კონკურანტთა ვინაობა არ ვიცი, თუმცა საკმაოდ საინტერესო მეჩვენა ნაწარმოები, რომელშიც უმაღლესი ქულა დავწერე, ავტორს უჭირავს ხელში აღვირი და ვერ ერევა ტექსტი, ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტორისთვის.

ის, რამაც გაგაოცათ ნაწერების კითხვისას …

– ცოტა მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ გაოცებას ნამდვილად ვერ ვუწოდებ ჩემს რეაქციას, მეტიც, მე მეტს ველოდი ტექსტებიდან.

რას ურჩევდით კონკურსანტებს სამომავლოდ?

– ვურჩევ, მეტი ყურადღებით გაეცნონ თანამედროვე ლიტერატურას, მის ჟანრებს, დაუკვირდნენ საყვარელი მწერლების წერის სტილს და იმუშავონ ინდივიდუალური სტილის შექმნაზე.

რას ურჩევდით პროექტ “ეგო-არტს”?

რჩევით ალბათ არაფერს, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, და ასევე ბევრ და ძლიერ კონკურსანტს.

 

 

 

Advertisements

,,ეგო-არტის“ შესახებ

,,საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციამ (სახა)“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,ეგო-არტი”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ამავე სახელწოდების კონკურსი.
კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში საქართველოს რეგიონული მასშტაბით. საუკეთესო წარმომადგენელი 12-ვე რეგიონიდან (აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, თბილისი) გამოვლინდნენ  (სულ 36). შერჩეულ ასაკად განსაზღვრული იყო 15-26 წელი.
საუკეთესო ნაწარმოების ყველა ავტორს (სამივე ეტაპში გამარჯვებულს) მიეცა საშუალება ჩამოსულიყვნენ დედაქალაქში, სადაც ისინი დაჯილდოვდნენ. ასევე, სიურპრიზის სახით, თითოეულ კატეგორიაში გამოვლინება გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული. მოწვეული ახალგაზრდები იმ ღამით განთავსდნენ სასტუმროში. მეორე დღეს მოეწყო ექსკურსია ქალაქგარეთ.
გამარჯვებული ავტორები უზრუნველყოფილნი იქნენ რეგიონიდან ტრანსპორტირებითა და სასტუმროთი.

ვიდეოები კოკურსის შესახებ:

1 არხი (მურმან პატარაია  და თამთა გრიგოლია)

1 არხი – გადაცემა ,,ჩვენი ეზო” ( თამთა გრიგოლია და მედეა კაზარაშვილი)

http://1tv.ge/video/18072

რადიო 1 (fm102.4)  ,,პიკის საათი”  (თამთა რეხვიაშვილი და თამთა გრიგოლია)

http://radio1.ge/media-view/11732

http://csogeorgia.org/news/2860/geo

http://geonews.ge/category/14/culture/news/187246/xelovanta_asociacia_konkuri.html

ბელა ჩეკურიშვილი – “ეგო-არტი” – სახელოვნებო კონკურსი ახალგაზრდებისთვის   -http://www.mastsavlebeli.ge/?action=news&npid=1172

Follow on WordPress.com
Jood

პასიური ბლოგერი